სასტუმრო “შერატონთან”, სადაც “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის რეფორმას წარადგენს, საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები, რომლებმაც დღეს დისლოკაციის ადგილი შეიცვალეს, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
„კარგია, რომ ამ სისტემაზე გადავდივართ, თუმცა ჯერ არის ძალიან პრინციპული საკითხი-გახარიას გადადგომა. ვფიქრობდით, რომ ძალადობა დავტოვეთ წარსულში, ამ კაცმა კი, გააცოცხლა“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
Facebook Comments