პოლიტიკა

ბექა ბასიალაია- პოლიციელებო, ვიცი, რომ რუსთავი2-ს უყურებთ, ამბოხდით სისტემის შიგნით

Nusagi

პარლამენტის წინ, მოშიმშილეებს გიგა ლემონჯავა გამოაკლდა, რომელმაც თავი ცუდად იგრძნო,-ამის შესახებ ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ბექა ბასილაიამ რუსთავი2-ის ეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, თავად ჯანსაღად არის და შაქრის დონეს და წნევას არ იზომავს.

„შაქრის დონე და წნევა ნორმაში მაქვს, ჯანსაღად ვარ და არ ვიმოწმებ, მთავარია, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და რუსებს არ ვათქმევინოთ, რომ ქართველები რაღაცას იწყებენ და ბოლომდე ვერ მიყავთო“,-განაცხადა ადვოკატმა და მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მაქსიმალურად ყველანი მოვიდნენ აქ, იმ გოგონას გულისთვის, ვინც თვალი დაკარგა და მაინც მხნედაა, ისტორიულ რამეს ვაკეთებთ და საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ხომ ნახეთ, დღეს კობახიძე ისევ გამოაჩინეს. მალე გახარია პატრიარქს ჩაეხუტება და ისევ ნათელ ფერებში წარმოგვიდგება“,-განაცხადა ბექა ბასილაიამ და პოლიციელებს სისტემის შიგნით ამბოხებისკენ მოუწოდა. 

„პოლიციელებო, ვიცი, რომ რუსთავი2-ს აქტიურად უყურებთ და ამბოხდით სისტემის შიგნით როგორც შეგიძლიათ“,-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის წინ აქციის მე-12 დღეა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,226 ნახვა
%d bloggers like this: