ვინ არის ავტოფარეხის სახურავზე დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკოლაძის ქუჩაზე, ავტოფარეხის სახურავზე ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების ამსახველ კადრებზე განმარტებას აკეთებს.

„ერთ-ერთი მედიასაშუალებით დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ კადრებში ასახულია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოქალაქე ნ.რ.-ს დაკავების ეპიზოდი.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ ავტოფარეხის სახურავზე მყოფი, მოქალაქე ნ.რ. არ ემორჩილება პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ხდება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება, რა დროსაც რამდენიმე სამართალდამცველი მას ავტოფარეხის სახურავიდან ქვემოთ  მდგომ პოლიციელებს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ნ.რ., რომლის დაკავების კადრებსაც მედია საშუალება ავრცელებს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მელიქიშვილის გამზირზე განხორციელებულ ვანდალიზმის აქტებში, მათ შორის მანქანის მტვრევის ეპიზოდშიც, რომელიც წინა დღეებში ფართოთ იქნა გაშუქებული სხვადასხვა  მედიის მიერ.

დაკავებულმა აქციის მონაწილე ნ.რ.-მ, მოგვიანებით სასამართლო დარბაზში აღიარა ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომა და საჯარო ბოდიში მოიხადა.  სასამართლომ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა“, – აცხადებენ შსს-ში.



Facebook Comments

ახალი დადებული