საზოგადოება

საპატრულო ეკიპაჟები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ქალის კივილი კუს ტბაზე

Nusagi

დღეს დილით, კუს ტბაზე სავარჯიშოდ ასულ მოსახლეობას ადგილზე მობილიზებული რამდენიმე საპატრულო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები დახვდა.

როგორც გაირკვა, ფესტივალი Mountain Set, რომლის ჩატარებაც ყაზბეგში მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ მოხერხდა, კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართა. თვითმხილველების თქმით, გამაყრუებელი ელექტრონული მუსიკის ხმა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არ გაჩერებულა, ამ დრომდე გრძელდება.

როგორც ადგილზე მისული „ინფო ფოსტალიონის“ ჟურნალისტი ამბობს, სასწრაფო დახმარების ავტომობილიდან გოგოს კივილი ისმოდა, თუმცა ამბის გასაგებად ახლოს მისვლა ვერ მოახერხა. იქვე იმყოფებოდნენ პოლიციელები ფესტივალის სტუმრები და გამვლელები. 

„ეს ადგილი ოაზისივითაა, აქ ჯანსაღი ახალგაზრდები ამოდიან სავარჯიშოდ, სარბენად. დილით პენსიონერები მოდიან, რომ სუფთა ჰაერზე ისეირნონ. ბევრი ახალგაზრდა, ვინც დაკავებულია, სამუშაოს მერე მოდის სავარჯიშოდ, ან დილით ადრე. როგორც ჩანს, ესეც უნდა მოგვიშალონ, შეხედეთ დღეს რა ხალხი შეიკრიბა, დაბოლილმა და დაექსტაზებულმა შპანამ გაავსო ეს ტერიტორია.  როგორც ამბობენ, ფესტივალი მალე დამთავრდება, თუმცა ამის შემდეგ, აქ „ბასიანი“ დაიდებს ბინას, ყოჩაღ მერიას, ამ ადგილის შენარჩუნებსაც თუ ვერ მოახერხებს. ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა“,-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტთან საუბრისას.

როგორც ადგილზე განგვიმარტეს, ეს ადგილები კერძო საკუთრებაა და მესაკუთრეს უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე გააკეთოს ის, რაც სურს.

შეგახსენებთ, რომ ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,348 ნახვა
%d bloggers like this: