საზოგადოება

რუსთაველზე დაშავებული დემეტრე ნაყოფია 20 ივნისის ღამეს იხსენებს

Nusagi

დღეს პირველი კომენტარი გააკეთა 20 ივნისის ღამით დაშავებულმა დემეტრე ნაყოფიამ. აქციის დაშლისას მას თავი და თვალი დაუზიანდა, თუმცა ექიმებმა მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს.

ნაყოფიამ დღეს დეტალურად გაიხსენა, რა ვითარებაში დაშავდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი  დაშავებული, 46 წლის კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

აქციის დროს დაშავებულებიდან 5 ადამიანი კვლავ კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. მათგან ერთ-ერთი პაციენტი სამკურნალოდ დღეს დილით გერმანიაში, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა.

პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობას „ქართუ ფონდი“ აფინანსებს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშლა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,342 ნახვა
%d bloggers like this: