სამართალი

სტრასბურგის სასამართლო 3 ქართულ საქმეზე გადაწყვეტილებებს გამოაქვეყნებს

Nusagi

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 18 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოცხადებს.

გადაწყვეტილება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე გამოქვეყნდება.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს სასამართლოში, 28 ივნისს ოფიციალურად ეცნობა.

გადაწყვეტილებები გამოცხადდება სამ საქმეზე: ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები).

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,417 ნახვა
%d bloggers like this: