Uncategorized

ივნისში დეფლაცია დაფიქსირდა

Nusagi

საქსტატის მონაცემებით, ივნისში მაისთან შედარებით დეფლაცია დაფიქსირდა. ფასები 1%-ით შემცირდა, თუმცა წლიური ინფლაცია 4.3%-ია. ერთი თვის განმავლობაში ფასები შემცირდა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3.9%-ით. წლიურ ჭრილში კი ფასები გაიზარდა ჯანდაცვის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს, ასევე ტრანსპორტის ჯგუფზე.

ერთი წლის განმავლობაში ცალკეული პროდუქტების მიხედვით, ინფლაცია ასეთი იყო:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი (4.3 პროცენტი), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.1 პროცენტით, რაც 1.33 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (42.7 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9 პროცენტით, რაც 0.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).



Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,793 ნახვა
%d bloggers like this: