უცხოური მედია

რა სინდრომი ტანჯავს კიმ ჩენ ინს

Nusagi

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი “ძალიან კარგად და ჯანმრთელად” გამოიყურება. თუმცა ექიმი და Fox News-ისსამედიცინო მიმომხილველი მარკ სიგელი ვარაუდობს, რომ ჭარბწონიან და მწეველ კიმ ჩენ ინს სიმსუქნე და ჰიპოვენტილაციის სინდრომი აქვს. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kurier-ი წერს.

ამ სინდრომის დროს სიმსუქნის გამო სუნთქვა ძალიან რთულდება, ნელდება და ზედაპირული ხდება. “საუბარია სუნთქვის ავტომაზებული სისტემის დარღვევაზე, ტვინი უნებურად ამცირებს წუთში სუნთქვის სიხშირეს. კონკრეტული ახსნა, თუ რატომ მოქმედებს სიმსუქნე ტვინის მიერ სუნთქვის სიხშირის შემცირებაზე, ჯერ უცნობია. თუმცა ცნობილია რომ ეს სინდრომი იწვევს ჟანგბადის ქრონიკულ დეფიციტს, რაც თავის მხრივ განაპირობებს დაღლილობას და კონცენტრაციის დაქვეითებას”, – წერს გამოცემა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,969 ნახვა
%d bloggers like this: