კრიპტოვალუტა

ხაჯიმბა: აფხაზეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა აშენდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმა აშენდება. ამის შესახებ დეფაქტო პრეზიდენტმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა

რაულ ხაჯიმბას თქმით, გეგმასთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული სირთულეები, თუმცა მისივე განმარტებით, პროცესის კანონის ფარგლებში მოქცევას ცდილობენ, რაც „ქვეყნის“ ბიუჯეტს გარკვეულ შემოსავლებს მოუტანს. 

ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიურ დაწესებულებებს აფხაზეთში უკანონოდ უკვე ფლობენ გარკვეული პირები. 

მიუხედავად საკანონმდებლო ბარიერებისა, დეფაქტო პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ გეგმის შესრულება მალე დაიწყება. 

Facebook Comments