საზოგადოება

ირინა ტორონჯაძე- „რუსეთი ოკუპანტია“ უნდა ჩავანაცვლოთ „პუტინი ოკუპანტია“-თი

Nusagi

თუ ჩავანაცვლებთ თეზისს „რუსეთი ოკუპანტია“ ფორმულირებით – „პუტინი ოკუპანტია“, ეს იქნება უფრო რეალისტური და ნამდვილი,- ამის შესახებ აცხადებს ფემინისტი ბლოგერი, ირინა ტორონჯაძე. 

მისი თქმით, აღნიშნული ფორმულირება ერთ-ერთი სტუდენტის იდეაა და მას გაცილებით სამართლიანად მიაჩნია. 

„ახალგაზრდებთან საუბრისას, ერთ-ერთმა სტუდენტმა ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, რომელიც ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა და მინდა, რომ გავაჟღერო. მან თქვა- საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ ოკუპანტი რუსეთი კი არ არის, არამედ პუტინი. ძალიან მომეწონა და მიმაჩნია, რომ ასეთი ფორმულირება ძალიან ბევრ გამოწვევას გასცემს პასუხს. რუსულ ენას, ლიტერატურას და ხელოვნებას კი არ უნდა ვდიოთ, ან დავხიოთ ესენინის და პუშკინის წიგნები, არამედ აქცენტები უნდა გადავიტანოთ კრემლისკენ. ამ ნარატივით ცხადი ხდება, რომ რუსული ტურიზმიც ძალიან გვაწყობს, კეთილგანწყობილები ვართ რუსი ტურისტების მიმართ, ხელოვნების ქართველმა წარმომადგენლებმაც უნდა იარონ რუსეთში. ჩვენ თუ ჩავანაცვლებთ თეზისს „რუსეთი ოკუპანტია“ ფორმულირებით- „პუტინი ოკუპანტია“, ეს უფრო რეალისტური და ნამდვილი იქნება, ამასთან, ბევრს საკითხს, ეკონომიკურს და სხვა სახის ურთიერთობებს უფრო სწორ და სამართლიან პლატფორმაზე გაიყვანს. პირადად ჩემი ყველა მოსაზრება და წუხილი ამ ფორმულამ რაღაცნაირად გააერთიანა და ძალიან გონივრულად მიმაჩნია“,-აცხადებს ბლოგერი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,373 ნახვა
%d bloggers like this: