პოსტები სოციალური ქსელიდან

,,მივხვდი ფული არ ამიღია, მარტო ბარათი გამოვაძრე. დავბრუნდი უიმედოდ და რას ვხედავ?!”

Nusagi

ეს პატარა, თუმცა ძალიან თბილი ამბავი ცოტახნის წინ ფეისბუქზე, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. ეს პატარა ამბავი ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ…

,,წერეთელზე ბანკომატიდან ფული მოვხსენი. წავედი დელისთან და ტაქსიდან, რომ გადმოვედი მივხვდი, რომ ფული არ ამიღია, მარტო ბარათი გამოვაძრე.

ძაან უიმედოდ დავბრუნდი ისევ ბანკომატთან და მხვდება ქალი, ცალ ხელში დიდი პარკი უჭირავს და აშკარად ცუდ ხასიათზეა. მივედი ბანკომატთან და ცხადია ფული აღარ იყო. საკმაოდ სოლიდურ თანხაზე მაქ ლაპარაკი და არა ოც ლარზე. მაგრად შევაგინე საკუთარ თავს.

უცებ მიტრიალდება ეს ქალი და მეკითხება შენ დაგავიწყდა ფულის აღებაო? კი თქო ვუპასუხე. აბა რამდენი იყოვო? ვუთხარი რამდენიც იყო. მერე შე დალოცვილო რა დამაყუდე აქ ერთი საათით, ცოტა ადრე ვერ მობრუნდიო და გადმომცა ფული. ერთ საათზე მეტხანს მელოდებოდა…”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი

წყარო: saqartvelo.cc

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,776 ნახვა
%d bloggers like this: