საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი – აქციაზე მოსული ადამიანები ძალიან კმაყოფილები წავლენ ყოველდღე

Nusagi

ჩვენ მივხვდით, რომ სახელმწიფოს მიაქვს ჩვენი დრო და რესურსი, ამიტომ გადავწყვიტეთ, აქ გატარებული დრო გამოვიყენოთ მაქსიმალურად პროდუქტიულად,- ამის შესახებ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა, მარიამ გეგუჩაძემ განაცხადა. 

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, რომელიც პარლამენტის წინ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. ამბობს, რომ აქციაზე მისულ ადამიანებს ისეთ საინტერესო საღამოებს შესთავაზებს, რომ ისინი სახლებში ძალიან კმაყოფილები დაბრუნდებიან. 

„დღევანდელ დღეს მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ ერთიანდებიან და მოვითხოვთ გახარიას გადადგომას. იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა დაგვიკმაყოფილოს, მივხვდით, რომ სახელმწიფო გვაკარგვინებს დროს, მიაქვს ჩვენი რესურსი. ნაცვლად იმისა, რომ წავიკითხოთ წიგნი, ვუყუროთ საინტერესო ფილმს, ჩვენ ვდგავართ აქ და ვითხოვთ იმას, რასაც ისედაც უნდა აკეთებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, აქ გატარებული დრო გამოვიყენოთ მაქსიმალურად პროდუქტიულად და აქ მოსულ ადამიანებს შევთავაზოთ საინტერესო საღამო, საიდანაც ძალიან კმაყოფილები წავლენ ყოველდღე ყველა ადამიანი. 

საპროტესტო აქციები რუსთაველზე გრძელდება. 4 ივნისს პარლამენტის წინ პროტესტს კონცერტით გამოხატავენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,036 ნახვა
%d bloggers like this: