მედიცინა

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მიმართავს დროულად გაიაროს, ჰეპატიტთან დაკავშირებით, შესაბამისი ტესტირება და ჩაიტაროს მკურნალობა, რომელიც საქართველოში უსასყიდლოდაა შესაძლებელი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ნუ გავუშვებთ ამ არაჩვეულებრივ შანსს ხელიდან და ნუ ვიტყვით მასზე უარს!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

C ჰეპატიტით დაავადებულ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით და ღვიძლის დაზიანების ხარისხის სიმძიმის მიუხედავად მიიღოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები უსასყიდლოდ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2018 წლის ოქტომბრიდან სსიპ „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში C ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი დაიწყო.

Facebook Comments