ეს საინტერესოა

4 ივლისი ანასტასიას სახელობის დღეა- რას ნიშნავს ეს სახელი

4 ივლისი ანასტასიას სახელობის ანგელოზის დღეს ზეიმობენ. ხალხურად ამ დღეს ნასტასიას დღესაც უწოდებენ.

სახელი ანასტასია მამაკაცის სახელის, ანასტასის მდედრობითი ფორმაა, რაც ბერძნულად „აღდგომას“, „სიცოცხლის დაბრუნებას“ ნიშნავს.

ფონოსემანტიკით, სიტყვა ანასტასია რაღაც კარგ, ლამაზ, უბრალო, მრგვალ, ფაფუკ, ნათელ, მსუბუქსა და სასიხარულოსთან ასოცირდება.

თილისმად სიამის კატა მიიჩნევა, ფერად- მწვანე, ხოლო ბედნიერების ქვად- ქარვა. 

ზოდიაქოს მიხედვით, სახელი ანასტასია დადებითად მოქმედებს ქალწულზე, ტყუპებსა და ვერძზე. ამ სახელის მატარებლებს უყვართ კომფორტი და ძვირფასი ნივთები, ხშირად გამოდიან მსახიობები, მწერლები და მუსიკოსები. მეორე ნახევრად ირჩევენ საიმედო და კეთილსინდისიერ ადამიანებს. გვიან თხოვდებიან, მაგრამ უმეტესად, ბედნიერები არიან ქორწინებაში. ისინი მზრუნველი ცოლები და დედები არიან. 

Facebook Comments