საზოგადოება

ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შვებულება საქართველოში გაატარონ

Nusagi

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს ზაფხულის შვებულება საქართველოში გაატარონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია ამ რეგიონში. აქ მზარდი ტურიზმია, თუმცა ვიცით, რომ დღეს არის გარკვეული პრობლემები. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ის მზარდი ტურიზმი, რომელიც ამ რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება ამ წელს. ამ განცხადებას გავაკეთებ ძალიან მალე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც ძალიან ბევრი მაღალი დონის პარტნიორი ჩამოვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,180 ნახვა
%d bloggers like this: