უცხოური მედია

ნატო-რუსეთის საბჭოზე საქართველოზე ისაუბრეს

Nusagi

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე წამოიჭრა საკითხი იმის შესახებ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნების თანხმობის გარეშე დგანან რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში, ასე უპასუხა ალიანსის გენერალურმა მდივანმა „ქრონიკის“ შეკითხვას, განიხილებოდა თუ არა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი, მიმდინარე პროცესები, ახალი შეზღუდვები და რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები. ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებები, რომ რუსეთს არ სურს, საქართველო ნატოს წევრი გახდეს. 

„ამას ვხედავთ უკრაინაში. მოხდა ყირიმის უკანონო ანექსია და დღემდე რუსეთიდან დახმარებას იღებენ სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში.

ვხედავთ ამას დნესტრისპირეთში და რა თქმა უნდა, ვხედავთ საქართველოში, ტერიტორიის ნაწილზე. ნატომ ძალიან ბევრჯერ დააფიქსირა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

რუსეთის შეირაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მცდელობას, პოლიტიკური გზით პრობლემის გადაჭრის და მოლაპარაკებებით მოხდეს კრიზისის მოგვარებას.

რაც შეეხება საქართველოს უფლებას, გახდეს ნატოს წევრი, ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა დააფიქსირეს პოზიცია ძალიან ბევრჯერ. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს უფლება, გახდეს ნატოს წევრი, რადგან ეს არის ყველა სუვერენული ქვეყნის ფუნდამენტური უფლება, აირჩიოს მისი გზა.

მხოლოდ საქართველო და ნატოს 29 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, თუ როდის იქნება საქართველო მზად, გაწევრიანდეს ნატოში. სხვა ვერც ერთ ქვეყანას ექნება ვეტოს უფლება, ან ამ პროცესში ჩარევის შესაძლებლობა“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,983 ნახვა
%d bloggers like this: