Uncategorized

რა კავშირი აქვს შსს-ს მიერ დაკავებულ პირს რუსეთთან, ზაქარია ქუცნაშვილთან და ნაცმოძრაობასთან

Nusagi

ჩემი შვილი სამსახურიდან წამოსული შეურთდა აქციის მონაწილეებს, როგორც ჩანს, პოლიციელმა დაარტყა, რადგან ჩაშავებული აქვს თვალი და შემდეგ თავად პოლიციელს ფარზე გაარტყა ხელი, – ამის შესახებ 20-21 ივნისის აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედამ განაცხადა. ინფორმაციას primetime ავრცელებს.

„ჩემი შვილი დურგალია. ქუცნაშვილთან მუშაობდა სახლში. იქედან წამოსულმა გვიან ნახა, რომ ხალხი იყო შეკრებილი და აქციას შეუერთდა. იქ გაიგო, რომ რუსი დეპუტატი იყო ჩამოთრეული, ხალხი აპროტესტებდა და დადგა მათ გვერდზე. 20-ში დააკავეს. მერე გავასაჩივრეთ და მურუსიძემ გამოუშვა. ამის შემდეგ პროკურატურიდან დაურეკა გამომძიებელმა. ოთხი მანქანით მოვიდნენ მის დასაკავებლად, რომელი კრიმინალი ეს ნახეს“,- განაცხადა დაკავებულის დედამ.

„პრაიმტაიმი“ ბესიკ თამლიანის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ნამდვილად მუშაობდა მასთან.

„ქვაზე მუშაობდა. მოსკოვიდან ახალი ჩამოსული იყო და რეკომენდაცია გაუწიეს, კარგი დურგალიაო. ამას წინათ მამა მოუკვდა და პანაშვიდზეც ვიყავი. მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა ამას წინათ ბიჭებმა თქვეს, პოლიციელს ურტყამდაო. მაშინ ის ადმიისტრაციული წესით დააკავეს… ჩემთან მუშაობას ის რამდენიმე დღით ადრე მორჩა, ვიდრე პარლამენტთან აქციები დაიწყებოდა. წყნარი, მშვიდი ბიჭი იყო, ეტყობა რამე დაალევინეს, ასე რომ გადაირია“, – განმარტა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა  2006 წელს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და 12 წლის განმავლობაში – 2018 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.  მას ხშირად უფიქსირდება საზღვრის კვეთა რუსეთის მიმართულებით. 2018 წლიდან ძირითადად იმყოფება საქართველოში. ის, ისევე როგორც მისი ოჯახი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავა.

ბესიკ თამლიანის გარდა, მედიის ცნობით, რუსეთთან ჯერჯერობით დაუდგენელ კავშირშია კიდევ ერთი დაკავებული, კახაბერ კუპრეიშვილი, რომელიც ipn- ინფორმაციით, 20-21 ივნისს გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა და სამართალდამცველებზე ძალადობდა, 25 ივნისს კი, რუსეთში გაემგზავრა და 2 დღეში უკან დაბრუნდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,903 ნახვა
%d bloggers like this: