უცხოური მედია

უკრაინის გენპროკურატურა იუშჩენკოს ქონების დაყადაღებას ითხოვს

Nusagi

უკრაინის გენერალური პროკურატურა სასამართლოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ქონების დაყადაღებას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინული მედია სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, გამომძიებელმა სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა. მისივე თქმით, ქონების ჩამონათვალი, რომლის დაყადაღებასაც პროკურატურა ითხოვს, „საკმაოდ დიდია“, თუმცა უძრავი ქონების კონკრეტული ობიექტები არ სახელდება.

შუამდგომლობას კიევის პეჩერის რაიონული სასამართლო განიხილავს, თუმცა განხილვის თარიღი ჯერ უცნობია. 

ივნისში უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური პროკურატურა იუშჩენკოს 540 მილიონი გრივნის ოდენობის (20 მილიონი დოლარის) გაფლანგვაში ადანაშაულებს.

„იუშჩენკომ რამდენიმე ადამიანთან წინასწარი შეთანხმებით, საკუთარი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გზით, მიისაკუთრა სახელმწიფო ქონება – შენობათა კომპლექსი „მეჟიგორიე“, სახლი სოფელ ნოვიე პეტროვციში და მის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთები. ამ ქონების ღირებულება 540 მილიონ გრივნას აღწევს“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

ვიქტორ იუშჩენკო უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 2005-2010 წლებში იკავებდა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,047 ნახვა
%d bloggers like this: