უცხოური მედია

ქალი, რომელმაც 27 საათი ლიფტში გაატარა, ღვინომ გადაარჩინა

Nusagi

იტალიაში 50 წლის ქალი ლიფტში გაიჭედა და 27 საათის განმავლობაში ხმა ვერავის მიაწვდინა. გაუწყლოვნებისგან გადასარჩენად ის ღვინოს სვამდა, რომელიც თან ჰქონდა. ამის შესახებ გაზეთი Corriere del Veneto წერს.

პარასკევს დილით ქალაქ პადუაში მცხოვრები ქალი ბინიდან გამოვიდა, დამლაგებელს კარი გაუღო და ლიფტში შევიდა, რათა ღვინოებით სავსე ყუთი სარდაფში ჩაეტანა. მოულოდნელად, ლიფტი გაჩერდა. დისპეტჩერის გამოსაძახებელი ღილაკი ლიფტს არ ჰქონდა, მობილური კი ქალმა სახლში დატოვა.

ქალმა ყვირილი დაიწყო, მაგრამ საშველად არავინ მივიდა, დამლაგებელს მისი ხმა არ გაუგია, რადგან ყურსასმენით მუშაობდა. ბინის დალაგების შემდეგ კი, სახლში წავიდა. 

იმ დღეს ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსს გადააჭარბა. ლიფტის კაბინა ნელ-ნელა ცხელდებოდა. ქალმა ერთ  ბოთლს თავი მოამტვრია და ღვინის სმა დაიწყო. 

მომდევნო დღეს , 27 საათის გავლის შემდეგ, დედის საძებნად სახლში შეშფოთებული ქალიშვილი მივიდა. გოგონა ამაოდ ცდილობდა დედასთან დაკავშირებას და მიაკითხა, რომ შეემოწმებინა, რა ხდებოდა. შვილმა ყვირილის ხმა გაიგო და მაშველები გამოიძახა, რომლებმაც ქალი ლიფტიდან გამოიყვანეს.

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,387 ნახვა
%d bloggers like this: