კრიმინალი

შსს-ს მიერ დაკავებული პირი 20-ში გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა, 25-ში კი, რუსეთში გაემგზავრა ​2 დღით

დაკავებული პირი, რომელიც 20-ში გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა, 25-ში, 2 დღით რუსეთში გაემგზავრა. ​

არსებული ინფორმაციით, შსს-ს მიერ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირიდან 1 წარსულში პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის იყო დაკავებული, 1 კი არაერთგზის ნასამართლევია,-ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

როგორც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, ცოტნე სოსელია წარსულში რამდენჯერმე იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ბადაღაშვილი ერთი წლის განმავლობაში ძებნილი იყო და არაერთგზის არის ნასამართლევი.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ბესიკ თამლიანს 2006 წელს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და 2018 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო.

ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთი დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილი რუსეთში 23 ივნისს გაემგზავრა და 25 ივნისს დაბრუნდა მოსკოვიდან.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 20 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დააკავა – ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ზურაბ ბადაღაშვილი.

Facebook Comments