ტექნოლოგია

POLICE.GE-ს ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს police.ge-ს ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.

კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – police.ge, ე.წ. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. ეს ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით – 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.

Facebook Comments