ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით, რამდენიმე საათის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სეისმოლოგიური ცენტრის EMSC ვებგვერდი იუწყება.
მიწისქვეშა ბიძგები 5 ივლისს, ადგილობრივი დროით 20:19 სთ-ზე (თბილისის დროით დილის 7:19 სთ) 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ეპიცენტრთან უახლოესი დასახლებული პუნქტი სირლს ველია.
როგორც Associated Press აღნიშნავს, მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები, გზები, არიან დაშავებულები. ნგრევა ძირითადად ქალაქ რიჯკრესტშია, რომლის მახლობლადაც წინა მიწისძვრა მოხდა, რა დროსაც ბიძგების სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. ის ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი იყო. ამას მოყვა შედარებით სუსტი ბიძგები მაგნიტუდით 4,7, 3,5, 3,8 და 4,2.
Facebook Comments