სელებრითები

სოფია როტარუს შვილიშვილმა მილიონერი ბოიფრენდი პირველად გამოაჩინა

მომღერალ სოფია როტარუს 18 წლის შვილიშვილს, სონია ევდოკიმენკოს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, რასაც ვერ იტყვით მის ბოიფრენდზე, ფრანგ მილიონერ მარკო დიუმენილზე.

ახალგაზრდა ფრანგი ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ხშრად აქვეყნებს სატრფოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სონიამ კი, ცოტა ხნის წინ ეს პირველად გააკეთა და ინსტაგრამზე თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

მარკო დიუმენილი პარიზში ცხოვრობს, ის ორგანიზებას უკეთებს სამხატვრო გამოფენებს საფრანგეთში, ბრიტანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. ახალი ტალანტების ძიებაში ხშირად მოგზაურობს. 2019 წლის თებერვლიდან კი, მას კომპანიონობას სონია ევდოკიმენკო უწევს.

Facebook Comments