რუსული მედია – ქართველმა რაგბისტმა საპროტესტო აქციის მხარდაჭერისთვის ბოდიში მოიხადა

მოსკოვის კლუბ Слава-ში მოასპარეზე ქართველმა რაგბისტმა, რევაზ ბროძელმა ბოდიში მოიხადა პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერი ჟესტის გამო. სპორტსმენი აცხადებს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და სურს, კვლავაც გააგრძელოს რუსეთში მოღვაწეობა. ინფორმაციას news.ru ავრცელებს.

„მესმის, რომ რაგბის მოედანზე მთავარია თამაში და დაუშვებელია ჟესტები, რომლებიც შესაძლოა, არასწორად იქნეს გაგებული. ამიერიდან მსგავსი რამ არ განმეორდება,- ციტირებს კლუბის პრესსამსახური ბორძელის განცხადებას.- „მე ბედნიერი ვარ რუსეთში რომ ვთამაშობ, ვფიქრობ, საერთო ენა გამოვნახე ჩემს პარტნიორებთან გუნდში, კარგი სტარტი გვაქვს, ძალიან მინდა, განვაგრძო ბრძოლა რუსეთის ჩემპიონობის მედლისთვის სწორედ ამ კლუბიდან“.

რუსული გუნდის, Слава-ს ქართველმა რაგბისტებმა საბა ილურიძემ და რევაზ ბორძელმა 27 ივნისს რუსეთის თასის ჩემპიონატზე ცალი თვალი ხელით დაიფარეს. ამ ჟესტით მათ თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. აღნიშნული ჟესტი პოპულარულია საქართველოს მოქმედი მთავრობის მოწინააღმდეგეებში.

რუსული გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კლუბმა რაგბისტები შემადგენლობიდან გარიცხა. მოგვიანებით, ბორძელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ის და ილურიძე გუნდში რჩებიან და კონფლიქტი ამოწურულია. 

Facebook Comments

ახალი დადებული