უმძიმესი შაკიკის შეტევა მაქვს, მაგრამ მიწევს სამსახურში წასვლა იმის გამო, რაც გიორგი გაბუნიამ თქვა

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ უმძიმესი შაკიკის შეტევის მიუხედავად, სამსახურში მიდის, რათა განმარტებები გააკეთოს გიორგი გაბუნიას გამოსვლის გამო. ფეისბუქ-ლაივში ჩართვისას გვარამიამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იყო გაბუნიას საავტორო გადაცემა და მისი საავტორო ტექსტი. 

„იმის გამო, რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში, თავის საავტორო ტექსტში თქვა, ვფიქრობ, საჭიროა არხის სახელით განმარტებების გაკეთება და ეს ახსნა-განმარტებები იქნება 23:00 საათზე. არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, აბსოლუტურად ვიზიარებ პათოსს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ დამოკიდებულების ჩატევა შეიძლებოდა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი ფანტასტიური აქციის წევრებმა ამ დღეებში გააკეთეს და იმღერეს „პუტინ ხუილო“. ომი რუსეთმა საქართველოსთან არ დაასრულა და ამაში მას საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რბილი ძალის მეშვეობით და არა გაბუნიას წამქეზებლობით. თუმცა, ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებას არხი არ იწონებს, ეს გაბუნიას საავტორო გადაცემაა. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ სიტყვებს“,-აცხადებს ნიკა გვარამია. 

Facebook Comments

ახალი დადებული