საზოგადოება

ჩემი ბოლო სტუმრები რუსეთიდან, ტაქსის მძღოლს შუა ტრასაზე დაუტოვებია და უთქვამს, რუსეთი ოკუპანტიაო

Nusagi

მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელმა ცოტა ხნის წინ საოჯახო სასტუმრო გახსნა და ტურისტებს მასპინძლობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

თიკა ჯამბურია ყვება, რომ გუშინ, უკანასკნელი რუსი ტურისტები გააცილა, რომლებიც ტაქსის მძღოლს აეროპორტის გზაზე ჩამოუსვამს და მიუტოვებია.  

„ყველა ერთხმად ვაღიარებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი და რუსული პოლიტიკა მტერი … მაგრამ მინდა დაგისვათ ერთი კითხვა… რა დააშავეს რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან და არიან ძალიან კეთილ განწყობილები ?? ? მოგეხსენებათ რომ ამ ბოლო დროს ხშირი შეხება მაქვს რუს ტურისტებთან იქიდან გამომდინარე რომ მაქვს guest house სადაც ძირითადად ტურისტების 80% რუსები გახლდათ … მოკლედ გუშინ გავაცილე ჩემი ბოლო სტუმრები რუსეთიდან, არაჩვეულებრივი ხალხი უზომოდ შეყვარებულები ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე, მოკლედ ეს ძალიან მაგარი წყვილი რუსეთიდან რომლებმაც 1 კვირაში იმაზე კარგად შეისწავლეს და დაათვალიერეს ჩვენი ქვეყანა ვიდრე ჩვენ ვიცით … ხოდა მოკლედ რატო გიყვებით ამ ყველაფერს … ტაქსით წასულან აეროპორტში და მძღოლს აეროპორტის ტრასაზე ჩამოუსვია და უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია და შუა ტრასაზე დაუტოვებია …….. არ ვიცი რომელია სწორი ის ,რომ ჩვენ უზრდელი და უკულტუროები ვართ თუ ის რომ ესე უნდა შევაზიზღოთ ჩვენი ქვეყამა ჩვენს “მტრებს” რომლებიც ძალიან ძალიან დიდი სიმპათიებით იყვნენ განწყობილები პატარა საქართველოს მიმართ ?“,-წერს ჯამბურია.

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,907 ნახვა
%d bloggers like this: