სამართალი

აქციაზე 2 პირი დააკავეს, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დავით ბერძენიშვილის შვილია

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პარლამენტთან. სამართალდამცველება ანტისაოკიოაციო აქციის ორი მონაწილე დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ისინი პარლამენტის წინ, სასულიერო პირების მიერ ორგანიზებულ აქციაზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.
ერთ-ერთი დაკავებული არსებული ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილია. ის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული პერმანენტული აქციების აქტივისტია.

Facebook Comments