საზოგადოება

აქ უნდა იდგეს ჭეშმარიტი საზოგადოება და არა ნარკორელიზატორები და მამათმავლები

Nusagi

აქ უნდა იდგეს ჭეშმარიტი საზოგადოება და არა ნარკორელიზატორები და მამათმავლები,-ამის შესახებ სასულიერო პირების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები სიტყვით გამოსვლისას აცხადებენ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ამ წუთებში პარლამენტის წინ არიან შეკრებილები. ისინი ამბობენ, რომ 20 ივნისიდან დაწყებული პერმანენტული აქციების მონაწილეები წაქეზებული არიან სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების მიერ.

მომიტინგეები მოსახლეობას პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ, რათა აღნიშნული ადგილი კვლავ არ დაიკავონ „ნაცმოძრაობის მიერ წაქეზეულმა ნარკობარიგებმა“.

„ეს ადამიანები სპეკულირებენ საქართველოთი, მათ არაფერი წმინდა არ გააჩნიათ. აქ უნდა იდგეს ჭეშმარიტი საზოგადოება და არა ნარკორელიზატორები და მამათმავლები. ისინი წაქეზებული არიან სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციებიდან. ქართველი ერი ერთად იქნება მათ წინააღმდეგ. მთელ მსოფლიოში ჩაატარეს ბილწი პრაიდები, გულისტკივილით ვხედავდით, რა მარაზმი იყო მართლმდიდებლურ ქვეყნებში, როდესაც მოდიოდნენ ეს გარყვნილი ადამიანები და ეწერათ, „სიკვდილი ოჯახს“. ამას არ დავუშვებთ საქართველოში. ყველა, ვინც გვამუნათებდა, რომ მამათმავლები ისედაც დგანან პარლამენტთან და რა მოხდება, რომ მარშითაც გაიარონო, ვეუბნებით, ახლა ჩვენ ვდგავართ აქ და მოდით ყველას, გელოდებით“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,046 ნახვა
%d bloggers like this: