უცხოური მედია

ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა შესთავაზა

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მინსკში შეხვედრას და დიალოგს სთავაზობს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკი პუტინს შეხვედრას აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის პირველი პირების მონაწილეობით სთავაზობს.

„უნდა ვისაუბროთ? უნდა. მოდით, განვიხილოთ ვისია ყირიმი და ვინ არ არის დონბასში? გთავაზობთ, რომ საუბარში ვიყოთ ჩართული მე, თქვენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი. ადგილი – ვფიქრობ, ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკო მინსკში სიამოვნებით მიგვიღებს. ჩვენ არ ვცვლით და უარს არ ვამბობთ დიპლომატიურ ფორმატებზე. ჩვენ დიალოგს გთავაზობთ. ხომ უნდა ვისაუბროთ?! ხომ? “, – დააზუსტა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის წინადადებას კრემლში უკვე უპასუხეს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლში ზელენსკის წინადადებას განიხილავენ, რადგან საჭიროა იყოს გააზრებული აქვს თუ არა მსგავს დიალოგს პერსპექტივა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,916 ნახვა
%d bloggers like this: