საზოგადოება

რუსთაველზე გზა გადაიკეტა

Nusagi

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. საქართველოს პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ აქციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა გაიზარდა. 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქცია  მიმდინარეობს. 

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მსვლელობას მართავენ. მათი თქმით, დაანონსებული „ღირსების მარში“ შედგა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც მხარდამჭერებს მოუწოდეს. რომ დღეს აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით მივიდნენ. 

ამ წუთებში პარლამენტის წინ “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქციას თავზე ლგბტ დროშიანმა დრონმა გადაუფრინა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,890 ნახვა
%d bloggers like this: