უკრაინული ტელეარხი Прямий რუსთავი2-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერ ფლეშმობს გამართავს. ამის შესახებ Страна.ua ტელეკომპანიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, აქცია 10 ივლისს გაიმართება. ჟურნალისტები აპირებენ „დედის გინების“ ფლეშმობი გამართონ, რადგან გაბუნიამ უცენზურო ლექსიკა გამოიყენა. აქციის დეტალების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ტელეკომპანია Прямий უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სახელს უკავშირდება. ფორმალური მეპატრონე უკრაინელი პოლიტიკოსი ვლადიმირ მაკეენკოა. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტელეკომპანიას პეტრო პოროშენკოს პიარისთვის და ზელენსკისა და ტომოშენკოზე თავდასხმებისთვის აკრიტიკებდნენ.
Facebook Comments