ცხოველები

ჩერნობილის ბინადარ ძაღლებს ვეტერინარულ დახმარებას უწევენ.

ჩერნობილის ბინადარ ძაღლებს ორგანიზაცია Clean Futures Fund-ი ვეტერინარულ დახმარებას უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემის მასალაშია აღნიშნული, ჩერნობილის ტერიტორიაზე 1986 წელს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების გამო, ქალაქიდან ევაკუირებულოჯახებს თავიანთი შინაური ცხოველების მიტოვება მოუწიათ. დღეს რადიაციული დასხივების ზონაში ასობით ძაღლი ცხოვრობს.

ჩერნობილის ძაღლების დახმარების მიზნით კი ორგანიზაცია Clean Futures Fund-ისწარმომადგენლები მიტოვებული ქალაქის ქუჩებში ძაღლებს ეძებენ, ანესთეზიას უკეთებენ და ვეტერინარულ კლინიკაში გადაჰყავთ. დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ისევ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ. ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციის შუამავლობით ძაღლები სხვადასხვა ოჯახში განაგრძობენ ცხოვრებას.

BBC-ის ინფორმაციით, ჩერნობილში ამჟამად 600 ძაღლი ცხოვრობს. 
Clean Futures Fund-ის დახმარებით კი გასულ წელს იზოლირებული ტერიტორიიდან 43 ლეკვს ახალი პატრონები გამოუჩნდათ.

Facebook Comments