Advertisements

BBC: ქართველი ტელეწამყვანის ანტიპუტინურმა ტირადამ რუსეთი გააბრაზა

ქართველი ტელეწამყვანის ანტიპუტინურმა ტირადამ რუსეთი გააბრაზა-ამ სათაურით სტატია BBC აქვეყნებს.

Nusagi

მასში ნათქვამია, რომ კრემლმა ამ შეურაცხყოფას მიუღებელი უწოდა. როგორც BBC წერს, „რუსთავი 2“-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა, რის შემდეგაც ტელეარხმა ბოდიში მოიხადა.

BBC ასევე წერს, რომ გაბუნიას მიმართვას საქართველოს პრემიერმინისტრი გამოეხმაურა. როგორც მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, „ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“.

BBC ამავე სტატიაში მანამდე განვითარებულ მოვლენებსაც აღწერს: კერძოდ, საქართველოში სერგაი გავრილოვი ვიზიტსა და რუსეთის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვას.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული