Uncategorized უცხოური მედია

ევროპის უდიდეს ოკეანარიუმში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო

Nusagi

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში მდებარე ოკეანარიუმში ხანძარი გაჩნდა. როგორც ოკეანარიუმის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ცეცხლი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე, ზვიგენების განყოფილებაში გაჩნდა.

რამდენიმე წუთში შენობის თავზე კვამლის შავი კვამლის სვეტი გაჩნდა, რომელიც ქალაქის სხვადასხვა წერტილებიდან ჩანდა. ხანძრის გამო შენობიდან 1600-ზე მეტი ვიზიტორის და 350 თანამშრომლის ევაკუაცია მოხდა.

მეხანძრეებმა ცეცხლი 20 წუთში ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ევროპის ყველაზე დიდი ოკეანარიუმი, კომპლექსი „ხელოვნებათა და მეცნიერებათა ქალაქი“ 110 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს. მასში 500 სხვადასხვა სახეობის 45 000 ცხოველია წარმოდგენილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,695,861 ნახვა
%d bloggers like this: