Uncategorized

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

Nusagi

საბჭოს არამოსამართლე წევრებმა სხდომაზე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საორგანიზაციო საკითხების განხილვის რიგითობა გააპროტესტეს.

ჯამში 19 საკითხია განსახილველი ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების თარიღზე მსჯელობა მეთვრამეტე საკითხია.

ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მდივანს მიმართა და საკითხების რიგითობის შეცვლა მოითხოვა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

„რადგან მნიშვნელოვანია უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საკითხი, რომელსაც რამდენიმე კვირაა, ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, გთავაზობთ, რომ მესამე ან მეოთხე საკითხად გამოვიტანოთ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს ინფორმაციის გასაჯაროებას, საორგანიზაციო საკითხებს და თარიღის ჩანიშვნას.

ხალხი მოსულია იმისთვის, რომ ჩვენი აზრი მოისმინოს და ღამის ათ საათზე არ უნდა განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ეს წინა სხდომაზე გააკეთეთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატონო გიორგი, რადგან თქვენ ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, მე, ჩავთვლი, რომ ხართ მიკერძოებული“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

საბჭოს მდივანმა ჯანეზაშვილის ამ მოსაზრებას პოპულისტური უწოდა.

„ვსაუბრობთ რაღაც საათებზე-თურმე ჩვენ დღის წესრიგი იმის მიხედვითაც უნდა ავაწყოთ, რომ დამსწრე პირებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

ამაზე უნდა ფიქრობდეს თურმე საბჭო. ამაზე ალბათ უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გადამწყვეტი არც ერთ შემთხვევაში.

მე არ ვმონაწილეობ ხოლმე სხდომის იმ ნაწილში, სადაც უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. მე არ ვფიქრობ, რომ სხდომიდან გასვლა და მერე უკან დაბრუნება სწორი საქციელი იყოს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ზუსტად ასე ვალაგებ, დიახ, კი ბატონი. ეს არის ლოგიკური ახსნა, რატომ არის ეს საკითხები დღის ბოლოს და არა იმიტომ, ქალბატონი ნაზი, რომ ვიღაცას ან დღის საათების ეშინია ან ღამის. ზამთარში, რომ ადრე ღამდება, მერე რა გავაკეთოთ?! აბსოლუტურად პოპულისტურია ეს განცხადებები და არანაირ კავშირში არ არის საღ აზრთან“,  – განაცხადა მიქაუტაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,021 ნახვა
%d bloggers like this: