უცხოური მედია

მარტოხელა კაცმა სიყვარულის საპოვნელად გაცნობის საიტი შექმნა

ინგლისის ქალაქ ბრისტოლის მკვიდრს შაჰან მიას არასდროს ჰყოლია შეყვარებული და როდესაც 30 წლის კაცს მარტოობა მობეზრდა, სიტუაციის შეცვლა გადაწყვიტა და ამისთვის ინტერნეტში პრომოკამპანია მოაწყო. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

შაჰანის თქმით, გაცნობის აპლიკაციების მომხმარებლები არა ნამდვილ სიყვარულს, არამედ მოკლევადიან რომანებს ეძებენ, ამიტომ მან სიყვარულის საპოვნელად საკუთარი საიტი შექმნა.

გარდა ამისა, შაჰანმა ინტერნეტში პრომოკამპანია ჰეშთეგით #DateShahan წამოიწყო და გადაიღო სარეკლამო რგოლი, რომელშიც განმარტა, რატომ არ მოსწონს გაცნობის სხვა აპლიკაციები.

„არასდროს მქონია ხანგრძლივი ურთიერთობები. ვერ ვიტან გაცნობის აპლიკაციებს. იქ უპირატესობა არა პიროვნულ თვისებებს, არამედ გარეგნობას ენიჭება. მე ყოველთვის კარიერაზე ვფიქრობდი და მარტოდ თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ახლა კი მსურს, ცხოვრებით სხვა ადამიანის გვერდით დავტკბე“, – ამბობს შაჰან მია.

Facebook Comments