საზოგადოება

„საქართველო პიდარასტების საპარპაშო არ არის“

Nusagi

რუსთაველზე ორი სხვადასხვა აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. პარლამენტის წინ ტერიტორია ანტი-ლგბტ აქციის წევრებს აქვთ დაკავებული, პოლიციის კორდონის მიღმა კი, ე.წ. ანტისაოკუპაციო მიტინგია, სადაც ამ დროისთვის მუსიკა უკრავს და ახალგაზრდები ცეკვით ერთობიან.

აქციის წამყვანმა, შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მარტო რომ დარჩეს, ბოლომდე იდგება. დიღმელაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, არ მიატოვონ.

პარალელურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელები კი აცხადებენ, რომ საქართველო ვაჟკაცების ქვეყანაა და „პიდარასტების საპარპაშოდ“ არ უნდა გადაიქცეს.

„საქართველო არის კაცების, ვაჟკაცების ქვეყანა. აქ, ამ ადგილზე იდგნენ გმირები გამსახურდია და კოსტავა, ჩვენ, მეომრებს იმისთვის არ გვიომია, რომ ეს ქვეყანა პიდარასტების საპარპაშო იყოს. გაუმარჯოს ქრისტიანულ, ტრადიციულ საქართველოს“,-განაცხადა ანტი-ლგბტ აქციის მონაწილემ.   

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,371 ნახვა
%d bloggers like this: