საზოგადოება

„ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს

Nusagi

პარლამენტთან მიმდინარე ორი აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების ნაწილმა, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სცენასთან იყვნენ გამაგრებული, ტერიტორია დატოვეს და პოლიციის კორდონს მიღმა გამოვიდნენ.

პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ქართული მარშის და ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა დატოვეს. დაბრუნდებიან თუ არა ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია რომ საღამოს 19:00 საათზე ანტისაოკუპაციო აქციის მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბებიან და აქციას განაახლებენ. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს გიორგი გახარია.

კონტრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა თქვა, რომ მიზანი მიღწეულია და აქციის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს.

მისი განცხადებით, ლგბტ პრაიდის ჩატარებას ხელი შეეშალა და მათი შეკრების მიზანიც ეს იყო. შესაბამისად, პარლამენტთან შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ.

ამის შემდეგ გურამ ფალავანდიშვილმა და მისი თანამოაზრეების ნაწილმა ტერიტორია დატოვა. ფაქტმა შეკრებილთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია და პარლამენტის შენობასთან დარჩნენ, თუმცა ფალავანდიშვილის წასვლის შემდეგ ისინი პოლიციამ გაიყვანა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა.

ისინი აცხადებენ, რომ ნების საწინააღმდეგოდ დაშალეს და 20-მდე ადამიანი ამ დრომდე პარლამენტის შენობასთან, პოლიციის კორდონს მიღმა რჩებიან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,178 ნახვა
%d bloggers like this: