ხელოვნება და კულტურა

ავტორი ყვება, როგორი იქნება „სამეფო კარის თამაშების“ პრიკველი, რომელსაც ირლანდიაში იღებენ

რომანების სერიის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ავტორმა ჯორჯ მარტინმა გამოცემასთან Entertainment Weekly ისაუბრა სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პრიკველზე, რომელსაც ირალნდიაში გადაიღებენ.

მწერალი ამბობს, რომ პრიკველის მოქმედება „სამეფო კარის თამაშებში“ აღწერილ ისტორიაზე 5 ათასი წლით ადრე ხდება. იმ პერიოდში ვესტეროსი მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ადგილებისგან, სადაც ჯონ სნოუ დაიბადა. მაგალითად, შვიდი სამეფოს მაგივრად, მატერიკზე არსებობდა ასამდე პატარა სამეფო. ასევე, იმ დროს არ არსებობდა ლანისტერების დინასტია, მათ ადგილზე სხვა ოჯახი ცხოვრობდა. 

„ლანისტერები ჯერ არ არსებობენ, მაგრამ კასტერლის კლდე თავის ადგილზეა. ის კასტერლების ოჯახს აქვს დაკავებული, რომლის სახელობისაცაა აღნიშნული კლდე „სამეფო კარის თამაშებში“,-აცხადებს მარტინი და აღნიშნავს, რომ სტარკების ოჯახი პრიკველში წარმოდგენილი იქნება. 

ასევე, ავტორმა განაცხადა, რომ ფილმში არ იქნებიან დრაკონები, სამაგიეროდ იქნება ბევრი უცნაური არსება. მათი და ადამიანების დაპირისპირება იქნება სერიალის ძირითადი კონფლიქტი. 

მარტინი ადასტურებს, რომ ქალის სამ მთავარ როლში წარმოდგენილი იქნებიან ნაომი უოტსი, ნაომი ეკი და დენის გოფი. მწერლის თქმით, პრიკველს ჯერ არ აქვს სახელწოდება, თუმცა არ იქნება წინააღმდეგი, რომ ეწოდოს „ყველაზე გრძელი ღამე“.

Facebook Comments