განათლება

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

Nusagi

ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გახშირდა სარეკლამო განცხადებები, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეუძლიათ.

განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ წამოეგონ ასეთ შეთავაზებას და სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე გახდნენ, ვინაიდან ეს ინფორმაცია აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

„სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ  სასწავლებლებს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია, რაც კანონით სავალდებულოა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც. აბიტურიენტების ინტერესების დაცვის მიზნით, ეს საკითხი მიხეილ ბატიაშვილის 2018 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით დარეგულირდა“, – მიმართავს ირინა აბულაძე აბიტურიენტებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,838 ნახვა
%d bloggers like this: