პოსტები სოციალური ქსელიდან

გულისრევის გრძნობა გამიჩნდა და თვალები დავხუჭე,ზუსტად ისე, როგორც გუშინ, გვარამიას ყურებისას…..

,, გვარამიას ვუსმინე, ვუყურე და დეჟა ვუ-ს განცდა გამიჩნდა…
ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩემი სკოლელი ბიჭი გამახსენდა… უტვინო და უწიგნური… ჭუჭყიანი ხელებით და გოგირდშემხმარი ყურის ნიჟარებით. მოუქნელი, უფხო და უხრეხემლო. რაღაც, კვერცხის ცილის მაგვარი, ადანდალი-დანდალი ბიჭი. 

ალბათ, არც დამამახსოვრდებოდა, ერთ დღეს სკოლის ეზოში რომ არ მენახა 3-4 ბიჭით გარსშემორტყმული… იდგა ამაყად, თავაწეული და იფურთხებოდა… აი, გემახსოვრებათ, კბილებშორის რომ გამოაპურჭყებდნენ ხოლმემ ხშირ-ხშირად… ის 3-4-იც რაღაცას ღნაოდა და გადმოპურჭყებას ცდილობდა… ადანდალი-დანდალის ბედნიერი და ამაყი მზერა დავიჭირე, ნახე, რა მაგარი ვარო… გულისრევის გრძნობა გამიჩნდა და თვალები დავხუჭე… ზუსტად ისე, როგორც გუშინ, გვარამიას ყურებისას….. “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხათუნა ხოფერია

Facebook Comments