პოლიტიკა

დონალდ ტუსკი ბათუმში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბათუმში ჩავიდა. ტუსკს ბათუმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

დონალდ ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბათუმში 11-12 ივლისს გაიმართება.

Facebook Comments