სოციალური ქსელები და მედია

ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ, ჩაგიფსით ბორჯომში, ღვინოში და ნაბეღლავში, ფეხებზე მკიდია

რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა პირდაპირ ეთერში ქართველი ბიზნესმენების მისამართით არაეთიკური გამონათქვამები იხმარა. ნიკა გვარამია დადებითმა გამოხმაურებებმა გააღიზიანა, რაც ეკონომიკურ საქნქციებზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მოყვა.

„უნდა ვთქვათ, პუტინი კარგიაო იმის გამო, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ქვეყანა ვართ თუ სავაჭრო ობიექტი? გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ კაცო! რა შეგვეცით მთელ ერს, ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ ბორჯომი ვერ გაყიდეთ. გადააჯვით უკრაინაში და იქ გაყიდეთ“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni