საზოგადოება

„ნაცმოძრაობა“ აცხადებს, რომ შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტები სცემეს და კარვები დაუშალეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, შეკვეთილში მოშიმშილე აქტივისტები სცემეს და კარვები დაუშალეს. პარტიის ერთ-ერთი წევრი რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ ადგილზე ოზურგეთისა და ბათუმის “ქართული ოცნების” აქტივისტები მანქანებით მივარდნენ და სთხოვდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ.  ფიზიკური დაპირისპირება მისივე ინფორმაციით, პოლიციამ აღკვეთა. ინფორმაციას ajaratv ავრცელებს.

”დღეს მოგვივარდნენ ზონდერ ჯგუფები და ჩვენი კარგები მიწასთან გაასწორეს და დაგვარბიეს. პოლიცია აქ იდგა და არაფერს აკეთებდა. მათ მისცეს აქტივისტებს საშუალება, რომ კარვები დაეშალათ. პოლიცია უბრალოდ შუაში იდგა, რომ არაფერი მომხდარიყო და მისცეს საშუალება ადგილიდან ბანერებიც გაეტანათ” – თქვა ფეისბუქ ლაივის დროს მოშიმშილემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას აზუსტებენ, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტრიაზე დახლოებით 10 დღის წინ, მოქალაქეებმა კარვები გაშალეს. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ. 

Facebook Comments