სამართალი

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვაზე ბიზნესმენის ცოლის წერილი წარადგინეს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ბიზნესმენის მეუღლის წერილი წარადგინა.

ინა გუდავაძე დანაშაულში მხილებული ადამიანების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს და აცხადებს, რომ ეს საქმე მისი ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმეა. 

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე 11 ივნისს ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, პატარკაციშვილის დაცვის წევრი, რომლის გადაბირებასაც კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა“ ცდილობდა. თავად „მასტერა“ 9 ივლისს გამოიკითხა.

მამუკა შაროვი და “მასტერა“ იმ აუდიოჩანაწერის მონაწილეები არიან, რომელშიც, როგორც გამოძიებამ დაადგინა, მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი. მოწმემ პროცესი უკომენტაროდ დატოვა.

Facebook Comments