სოციალური ქსელები და მედია

Freedom House-ის წარმომადგენელი – გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში გაბუნიას მსგავსი ინციდენტები არსებობს

Freedom House-ის წარმომადგენელი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგს და გამოხმაურებებს აფასებს. ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი ამბობს, რომ თუკი გამოხატვის თავისუფლება აძლევს გაბუნიას საშუალებას გააკეთოს ასეთი არაპროფესიონალური კომენტარი, მაშინ ის ასევე აძლევს საშუალებას პოლიტიკოსებს და საზოგადოებას, ჰქონდეთ თუნდაც მკაცრი რეაქცია.

კითხვაზე, ხედავს თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს ხელისუფლების გამოხმაურებებში, მარკ ბერენტი აცხადებს, რომ ვერ ხედავს, რომ გამოხატვის თავისუფლება ამით შეიზღუდა.  

„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედია გარემოა. პრობლემა ხელისუფლების მხრიდან მედიის ცენზურა არაა, პრობლემა ისაა, რომ მედია გამოცემებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს გამხდარიყვნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს, რომ მედია გამოცემებისა და მათი მფლობელების ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ. გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში გაბუნიას მსგავსი ინციდენტები არსებობს, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ ჟურნალისტს გადაეხვია იმ ხაზიდან, რომელიც მედია საშუალებას აქვს, მიუხედავად იმ ტონისა, რასაც ისინი იყენებენ“, – ამბობს მარკ ბერენტი. 

რაც შეხება იმას, როგორ შეაფასებდა რუსეთის რეაქციას გაბუნიას განცხადებაზე, მარკ ბერენტი აცხადებს, რომ რუსეთის განცხადება გაბუნიას სამართლებრივ დევნაზე აღმაშფოთებელია.

Facebook Comments
თეგები

ავტორის შესახებ

Info Postalioni