პოლიტიკა

გიორგი გახარია: აგიხსნით, დაბრძანდით… ინგა გრიგოლია: დავჯექი

ინგა გრიგოლიამ გადაცემაში „რეაქცია„ ემოციები ვერ დაფარა და შს მინისტრს კითხვა ფეხზე წამომდგარმა, ჟესტების დახმარებით დაუსვა.

ინგა გრიგოლიას აინტერესებდა, რატომ არ ესროდნენ სამართალდამცველები ახლოს მდგომ, მოიერიშე ადამიანებს და რატომ ხდებოდა გაზის გაშვება შორს მდგარი მომიტინგეების მიმართულებით. 

„თუ მე ვიგერიებ და თქვენ პოლიციელი ხართ და აი მოვდივარ თქვენზე იერიშით, მე უნდა მომიგერიოთ, იქითკენ რატომ ისვრით?“,-კითხა გრიგოლიამ შს მინისტრს, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ წინა ფლანგზე გაზის გამოყენება არის მაღალი რისკის შემცველი.

გიორგი გახარია: „აგიხსნით, აგიხსნით, დაბრძანდით,“ 

ნგა გრიგოლია: „დავჯექი, ხო“

იორგი გახარია: „იქითკენ ვისვრით იმიტომ, რომ ადამიანების, რომლებიც შეტევაში არ იყვნენ ჩართული, მათი გაფანტვა მომხდარიყო, რადგან სხვანაირად აქციის შეწყვეტა შეუძლებელი იყო“.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni