პოლიტიკა

ელისაშვილი გახარიაზე – დამარიაჟობდა საყელოაწეული, აპაჭუნებდა ამ თვალებს და იყო ერთ ამბავში

Nusagi

ალეკო ელისაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. ამის შესახებ მან გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ისაუბრა.

„პოლიტიკურად რომ შეხედოთ, ოპოზიციისთვის ძალიან მომგებიანია დისკრედიტებული გახარიას თანამდებობაზე ყოფნა. იმიტომ, რომ საჯაროდ თავს ვერ ყოფს 20 ივნისის მერე, არადა მანამდე დამარიაჟობდა საყელოაწეული, აპაჭუნებდა ამ თვალებს და იყო ერთ ამბავში, ჟურნალისტებს რაღაცნაირად რომ ელაპარაკებოდა ვითომ… ახლა კი, შემალულია და თავი ვერ გამოუყვია. ასეთი დისკრედიტებული მინისტრი თუ ეყოლება ხელისუფლებას, ყოველთვის დარტყმების ქვეშ იქნება. მაგრამ ამასობაში ქვეყანა გაიჭედა, სულ თავის მართლების რეჟიმში არიან. ქუჩაში ხალხი ფეხს არ იცვლის… გადადგან ეს ნაბიჯი. გახარიას გადადგომა ათასჯერ ნაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე ის მონაპოვარი, რაც არის პროპორციული არჩევნები“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,054 ნახვა
%d bloggers like this: