კრიმინალი

რუსთავში დაკარგული 4 წლის ბავშვი აფხაზეთში იპოვეს

4 წლის გოგო, რომელსაც დედა 8 დღის განმავლობაში ეძებდა, ნაპოვნია და ის პოლიციამ დედას დაუბრუნა. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მამამ აფხაზეთში გადაიყვანა, ამის შესახებ დედამ არ იცოდა და შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და შსს-მ სუსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი უვნებლად დაუბრუნდა მშობელს“, – განუცხადეს Imedinews-ს შსს-ში.

Facebook Comments