კრიმინალი

სუს-ში საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავევბის ფაქტს ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუოაციონძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს მოქალაქეების ბეგლარ წილოსანის და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ.აფხაზეთში

ამასთან, როგორც “პირველს” უწყებაში განუცხადეს, სუს-ის, შსს-სა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე იმყოფება საკუთარ ოჯახში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამჟამად, ბეგლარ წილოსანის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა,

გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები.

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა ახალ ათონში1983 წელს დაბადებული ბეგლარ შაქროს ძე წილოსანი დააკავა.

ე.წ. უწყების ინფორმაციით, წილოსანი  2015 წელს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად, “უკანონოდ გადაელახა აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი, გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან. გოგონას ასაკის და ჟენევის დისკუსიის ფორმატის გათვალისწინებით, ის ევროკავშირის სამშვიდობო მისიის თანდასწრებით, ენგურის ხიდზე, დედას თამარ გოგსაძეს გადასცეს. დაკავებული კაცი კი გალის იზოლატორში მოათავსეს”.

Facebook Comments